შავი მოცხარი, ლიმონი და ჟოლო ვირუსების წინააღმდეგ
ამობეჭდვა · 2017-10-17 18:04:00 · 193 ნახვა

წლის ცივი სეზონი უკვე დადგა, შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილს, ვირუსებმა შემოდგომის დასაწყისშივე შეუტია. მართალია, გაციების სამკურნალოდ უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ვირუსთან საბრძოლველად, ხშირად, მედიკამენტებიც ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ, ყველაზე უკეთესი ალბათ ბუნებრივი საშუალებების გამოყენება და პრევენციული ზომების მიღებაა. 

შავი მოცხარი 
მოცხარის უამრავი ჯიშია ცნობილი. შავი მოცხარის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და საკვები საშუალებაა; შეიცავს – ქარვის, ღვინის, ვაშლის, სალიცილის, ნიკოტინის, ასკორბინის, ლიმონ და ფოსფორმჟავებს, შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა), – ვიტამინის მოქმედების ფლავონოიდებს, თიამინს, რიბოფლავინს, ტოკოფეროლს, მიკროელემენტებს (რკინა, ალუმინი, სპილენძი, მანგანუმი), მფრინავ ფიტონციდებს, პექტინებს. ნაყოფის თაფლნარევი წვენი რეკომენდებულია ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროს. 
ლიმონი


ლიმონის სამკურნალო თვისებები კი, საყოველთაოდ ცნობილია. პრაქტიკაში, ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ, სწორედ ლიმონი გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. 

ჟოლო

ჟოლოს ნაყოფი გამოირჩევა ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ანტისეპტიკური მოქმედებით, რაც სალიცილის მჟავას უხვი შემცველობით არის განპირობებული. გამომშრალი ნაყოფისა და ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი ძალზე სასარგებლოა გაციების, ბრონქიტის, ანგინის, გრიპის დროს, სხვა მცენარეებთან კომბინაციაში კი, ათეროსკლეროზისა და ანემიის სამკურნალოდაც (შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცოცხალი ნაყოფი, ასევე, ჩირის სახით შენახული, ან გაყინული პროდუქტიდა ჟოლოს ფოთლებიც).


ერთ-ერთ პროფილაქტიკურ და ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება ვაშლის ძმარიც. ამ საოცარ სითხეს საპატიო ადგილი უკავია ხალხურ (ალტერნატიულ) მედიცინაში.

 


 



ავტორი: MediaMall.ge