ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს წლევანდელ შემოდგომაზე დიდი სიყვარული ეწვევა
ამობეჭდვა · 2017-10-18 12:57:12 · 820 ნახვა

მორიელი - ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი შევიდა ძალაში. თუმცა, უკვე ნოემბრიდან მორიელებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით სასიყვარულო-პარტნიორული კავშირების კუთხით. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ შემოდგომაზე სიყვარულისა და წარმატების ორი პლანეტა მოიყრის თავს მორიელის ნიშანში, რაც შესაბამისად, უდიდეს გამართლებასა და ფეივერკებს ჰპირდება მორიელებს პირად ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს რომანი უცხოელთან, მოგზაურობისას დაწყებული ლავ-სთორი ან პარტნიორი, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული ან ფინანსურად უზრუნველყოფილია თქვენზე. 

სასწორი - სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას "განკარგავს" ისეც. თუმცა, ამ შემოდგომაზე ზუსტად ამ ნიშანში ორი "გენდერული" პლანეტა - ვენერა და მარსი მოიყრის თავს. რაც თავის მხრივ ბევრი სასწორის ცხოვრებაში მოიტანს გასაოცარ სასიყვარულო ამბებს. შესაძლებელია თქვენი რომანი "ერთი ნახვით" სიყვარულის სცენარითაც დაიწყოს და განვითარდეს. არ არის გამორიცხული ვინმეს ისეთი შეგხვდეთ, ვინც წამის მეასედში დაგახვევთ თავბრუს. თქვენი ინტერესის ობიექტი შესაძლოა კარგად ცეკვავდეს ან მღეროდეს, ჰქონდეს დახვეწილი სტილი, მისდევდეს სპორტს და ჯანსაღ ცხოვრების წესს. 

მშვილდოსანი - დაბოლოს, მშვილდოსნების ცხოვრებაშიც დადგა "გამოდარების" დიდი პერიოდი. უახლოსი წელიწად-ნახევრის მანძილზე ხომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა გადაიტანეს. თუმცაღა, სამყარო კანონზომიერი და სამართლიანია. შესაბამისად, შემოდგომის მიწურულს ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში დაიწყება ულამაზესი სასიყვარულო რომანი. ეს შეიძლება იყოს ასევე ძველი ურთიერთობების ახლებურად გაცოცხლების მცდელობა, რომელიც არაერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ. ასევე შესაძლოა თქვენი გული დაატყვევოს ასაკით ბევრად უფროსმა ან უმცროსმა ადამიანმა. თუმცაღა, ასაკობრივი ზღვარი ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობისთვის წინაღობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება. 



ავტორი: astrologi.ambebi.ge