ჯაბა პაპინაშვილის ოქრო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე
ამობეჭდვა · 2017-10-18 21:41:21 · 209 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი (55 კგ.) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 

ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნატიგ გურბანლის შეხვდა და მეტოქეს ორი ვაზარით მოუგო. 
პირველ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა ფრანგ ტეო ჰებრარდს ვაზარით მოუგო, შემდეგ კი, ბრაზილიელი ბუნო ვატანაბე იპონით დაამარცხა. შემდეგი მონღოლი ლხაგვამსი იყო, რომელიც ასევე ასევე იპონით დაამარცხა. ვაზარით სძლია ნახევარფინალში ყაზახ სპორტსმენს ნარბაევს.



ავტორი: Mediamall.ge