აფხაზეთმა, შესაძლოა, საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას და ჩვეულებრივ ფულზე უარი თქვას
ამობეჭდვა · 2017-10-18 21:54:16 · 284 ნახვა

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას და ჩვეულებრივ ფულზე უარი თქვას. ეს ინფორმაცია აფხაზეთის ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრმა მოსკოვის კონფერენციაზე  გააჟღერა.

კრიპტოვალუტის შესაქმნელად აფხაზეთს ერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. თანხების მოსაზიდად დე-ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რომ შეზღუდული რაოდენობით აფხაზეთის რესპუბლიკის მონეტა (Abkhazian Republic Coin) გამოუშვას, რათა ინვესტიციები მოიზიდოს და მუნიციპალური გამჭირვალე საფინანსო ოპერაციების შესთავაზოს.

"ეს სერიოზული პროექტია, რომელსაც მთელი ლოკალური ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია", - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა.

ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რუსეთის წახალისებით, შესაძლოა, ამ მეთოდს მიმართონ უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა და ასევე, დნესტრისპირეთმა.

 



ავტორი: Mediamall.ge