თბილისის მერობის კანდიდატების ზოდიაქოს ნიშანი - რა საერთო აქვთ კალაძეს და უდუმაშვილს
ამობეჭდვა · 2017-10-19 15:49:08 · 368 ნახვა

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულები თბილისის მერობის კანდიდატები, როგორც აღმოჩნდა კანდიდატების უმრავლესობა კირჩხიბია, მათ შორის გიორგი გუგავა - 1 ივლისი, ირმა ინაშვილი-6 ივლისი, გიორგი ვაშაძე - 8 ივლისი და კახა კუკავა- 12 ივლისი.

თხის რქის ნიშნის ქვეშაა დაბადებული თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 17 იანვარი. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 18 ნოემბერსაა დაბადებული და ის მორიელის ნიშანს მიეკუთვნება, მშვილდოსანია „შენების მოძრაობის“ კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი - 18 დეკემბერი.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა კახა კალაძე და ზალიკო უდუმაშვილი ერთ დღეს, 27 თებერვალს არიან დაბადებულნი და ორივე თევზების ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება.

 

 



ავტორი: newposts.ge