კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის
ამობეჭდვა · 2017-10-20 16:22:00 · 127 ნახვა

კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოების ჩასატარებლად შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 82 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული.

საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების პროცესში.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორმა“ უკვე დაამუშავა 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სამუშაოები გრძელდება პატარა შირაქში, სადაც დღეს კომპანიის 2 ერთეული ტრაქტორით მოხდა 12 ჰექტარი მიწის ფართობის დამუშავება.
აღსანიშნავია, რომ სახნავ-სათესი მიწის ხარისხიანი დამუშავება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

გარდა ხვნის სამუშაოებისა, შპს „მექანიზატორი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.



ავტორი: MediaMall.ge