პროგრამის "Fit for Partnership with Germany" კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს დაესწრებიან
ამობეჭდვა · 2017-10-20 16:55:42 · 133 ნახვა

20-21 ოქტომბერს, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ კურსდამთავრებულები შემაჯამებელ სემინარს „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაესწრებიან. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსა და GIZ-ის ორგანიზებით  იმართება. 

პროგრამის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები  ტრენინგებს გერმანიაში დაესწრნენ, სადაც შეხვედრები დაგეგმეს მათთვის საინტერესო კომპანიებთან და გერმანელი მეწარმეების გამოცდილება გაიზიარეს.  

შემაჯამებელი სემინარი, პროექტის „Fit for Partnership with Germany“ ფარგლებში, ყოველწლიურად ეწყობა, სადაც კურსდამთავრებულები ისმენენ სპეციალურად მოწვეული გერმანელი სტუმრების გამოსვლებს და განიხილავენ იმ გამოწვევებს, რასაც ქართული კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე აწყდებიან.  

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კიდევ იგეგმება პროექტის „Fit for Partnership with Germany“ განხორციელება, რომლის უმთავრეს მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.



ავტორი: mediamall.ge