საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური სისტემების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-10-20 19:50:41 · 134 ნახვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და "საქაერონავიგაციის" წარმომადგენლები საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური დაცვის სისტემების მწარმოებელ, მსოფლიოში წამყვან ამერიკულ კომპანიებს შეხვდნენ.

საავიაციო ტექნიკის, მეტეოროლოგიური და ენერგოეფექტური სისტემების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიებთან / B2B Meetings with the representatives of the “Lockheed Martin”, “Baron Weather” and “Nova Power” შეხვედრა, აშშ-ს მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიებმა “Lockheed Martin”-მა, “Baron Weather”-მა და “Nova Power”-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პირველი მოადგილისგან და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისაგან  სრული ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო ავიაციის დარგის მარეგულირებელ ზოგად საკანონმდებლო ჩარჩოზე, საავიაციო ბაზრის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე.

საავიაციო ტექნიკის მსოფლიოში ცნობილი კომპანია “Lockheed Martin” თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რეგისტრაციისა და ექსპლუატაციის პირობებს გაეცნო. შეხვედრაზე გამოითქვა საავიაციო ხელისუფლებასთან და ქართულ ავიაკომპანიებთან სამომავლო შეხვედრისა და თანამშრომლობის სურვილი.

მეტეოროლოგიური მომსახურების მომწოდებელი “Baron Weather”-ისა და ენერგოეფექტური უსაფრთხოების დაცვის სისტემების მწარმოებელი “Nova Power”-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ქვეყნის საავიაციო ინფრასტუქტურით და ქართულ მხარეს შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის მახასიათებლები გააცნეს.

"ამერიკის სავაჭრო და საინვესტიციო მისიის" ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სამომავლო ინვესტირება, ვაჭრობის გაძლიერება და ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაა.​

 

 

 



ავტორი: Mediamall.ge