ბიტკოინის კურსმა ახალი რეკორდი დაამყარა
ამობეჭდვა · 2017-10-20 20:41:37 · 443 ნახვა

კრიპტოვალუტა Bitcoin-მა თავისი ისტორიული რეკორდი განაახლა და 6 ათას დოლარამდე მიაღწია. ამის შესახებ ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.

24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა და 5 981 დოლარს მიაღწია. 

სექტემბრის შუა რიცხვებში ჩინეთში ბიტკოინით ვაჭრობის აკრძალვის გამო კრიპტოვალუტის ფასი 3000 აშშ დოლარამდე დაეცა. 

ამჯერად, კრიპტოვალუტის ფასი ზრდას ისევ განაგრძობს. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

 



ავტორი: Mediamall.ge