ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-21 00:08:00 · 223 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონია. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ანასტასიამ ატაცში 113, 120 და 123 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ანასტასია გოტფრიდმა აკვრაში 130 და 140 კგ. დააფიქსირა. მესამე მისვლა კი მუხლის ტრავმის გამო აღარ გამოიყენა და აკვრასთან ერთად ევროპის ჩემპიონობა ორჭიდის ჯამში იზეიმა.

დურესში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ახალგაზრდა ძალოსნებმა უკვე 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.



ავტორი: Mediamall.ge