“ბარსელონა“ მესის სამუდამო კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს
ამობეჭდვა · 2017-10-21 19:17:14 · 173 ნახვა

"ბარსელონა" თავდამსხმელ ლიონელ მესის სამუდამო კონტრაქტის გაფორმებას შეთავაზებს. ამის შესახებ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ განაცხადა.

"მესიმ 4-წლიან კონტრაქტს ხელი ივნისში მოაწერა, მაგრამ კლუბი მას სამუდამო კონტრაქტს შესთავაზებს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ლეო "ბარსელონაში" ცხოვრების ბოლომდე დარჩეს, რადგან ის კლუბის ეტალონია", - განაცხადა გრაუმ. 

მესი "ბარსელონაში" 2004 წლიდან თამაშობს.

ცნობისთვის, ოქტომბერში სამუდამო კონტრაქტი კლუბთან ანდრეას ინიესტამ გააფორმა.



ავტორი: Mediamall.ge