23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-10-22 21:16:29 · 948 ნახვა

ვერძი
ამ დღეს ყურადღების გამოჩენა მეტად გმართებთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ თანამოაზრეებთან ერთად და მიიღოთ რჩევები. თუ მეგობრების დაკარგვა არ გსურთ, ნუ გააკრიტიკებთ მათ. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ასევე, კრედიტების აღებას. კარგი დღეა ცოდნის შესაძენად და მგზავრობისთვის. 

კურო
ემოციური ფონი მომატებულია, შესაბამისად, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ახლობლებთან. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი. ნუ გააპროტესტებთ სხვების იდეებს. იყავით მზად სიახლეებისთვის, ასევე, ცოდნის შესაძენად. 

ტყუპი
თუ დროს რაციონალურად გადაანაწილებთ, შესაძლებელია, რომ ეს დღე კარგად გამოიყენოთ. კარგი დღეა თანამოაზრეებთან აზრთა გაცვლისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად. მეტ ყურადღებას საჭიროებს წვრილმანი საქმეები. თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად. 

კირჩხიბი
ოდნავ მომატებულია ემოციური ფონი, შესაბამისად, საყვარელ ადამიანთან შეხვედრა შეიძლება ისე არ დასრულდეს, როგორც გსურდათ. შეეხმიანეთ მეგობრებს და მათთან განიხილეთ თქვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი მოვლენები. 

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, საყვარელ ადამიანთან. შეიქმენით კომფორტული გარემო. კარგი დღეა არაფორმალური შეხვედრებისთვის. თუმცა, მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას, ვინაიდან, მოტყუების დიდი რისკია. 

ქალწული
სამსახურში საკუთარი კომპეტენტურობის დამტკიცების აუცილებლობა დადგება, ამიტომ, ეცადეთ, ამ მხრივ მომზადებული იყოთ. ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან. 

სასწორი
თავისუფალი გრაფიკი და შემოქმედებითი საქმიანობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაგიმძაფრდებათ მეგობრების სიყვარული და მონატრება. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. 

მორიელი
მოერიდეთ დაპირისპირებას ნაცნობებთან. ვიდრე რაიმე დოკუმენტზე ხელს მოაწერთ, გაერკვიეთ ყველა დეტალში. შენაძენისთვის ხელსაყრელი დღე არ არის. კარგი დღეა საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისთვის.


მშვილდოსანი
კარგი დღეა შეხვედრებისა და საუბრებისთვის. შეგიძლიათ, საქმიანი შეხვედრაც არაფორმალურ სიტუაციაში დანიშნოთ. მართალიც რომ იყოთ, მოერიდეთ საქმეების გარჩევას და ნუ აჰყვებით ემოციებს. 

თხის რქა 
თუ რაიმე შეთანხმებას გეგმავთ, მეტად დაფიქრდით, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ  ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, დოკუმენტებზე მსჯელობა და ახალი გეგმების განხილვა. 

მერწყული
მოერიდეთ ახლობლების მიმართ კრიტიკულობას, ემოციების გამოხატვას. მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. 

თევზები

ბევრ ინფორმაციას მიიღებთ, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ოჯახის წევრები და ნათესავები სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. კარგი დღეა ახალი ინფორმაციების მისაღებად, ცოდნის გასაღრმავებლად და პოზიციების გასამყარებლად.

 

 



ავტორი: MediaMall.ge