2-5 ნოემბერს თბილისში ჯაზ-ფესტივალი გაიმართება
ამობეჭდვა · 2017-10-23 12:39:22 · 120 ნახვა

2-5 ნოემბერს ,თბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს.  

ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.

 

2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული  ამერიკულ   ჯგუფი  TOWER OF POWER  (თაუერ ოფ ფაუერ)  გახსნის. 

4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც  სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზ- ექსპერიმენტი“.



ავტორი: mediamall.ge