​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
ამობეჭდვა · 2017-10-23 16:50:57 · 141 ნახვა

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Wataniya Airways“-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში,  ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
 
„Wataniya Airways“-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.



ავტორი: mediamall.ge