ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-10-23 17:08:37 · 554 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 24 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4894 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4864 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0030-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.9240 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9344 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0104-ით გამყარდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.2783 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2753 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0030-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6725 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6784 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0059-ით გამყარდა.



ავტორი: mediamall.ge