სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
ამობეჭდვა · 2017-10-23 23:15:40 · 137 ნახვა

სან პაულოს კინოფესტივალისთვის სამი ქართული ფილმი შეირჩა. ფესტივალზე, სადაც 400 მდე სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევარია ნაჩვენები, მაყურებელი მარიამ ხაჭვანის „დედეს“, გიორგი ოვაშვილის „ხიბულას“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“ ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსის სექციაში ნახავს. სამივე ქართული ფილმს ინდივიდუალური ისტორია აქვს. 

მარიამ ხაჭვანის „დედე“ სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონასა და მისი ტრაგიკული სიყვარულის შესახებ გვიამბობს. გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო პერიოდს ასახავს. 

ანა ურუშაძის „საშიში დედა“ კი ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დრამაა, რომელიც ქალის ცხოვრებასა და უფლებებს ეძღვნება. 

სან პაულოს კინოფესტივალს მრავალწლიანი ისტორია აქვს და 30 წელზე მეტია საინტერესო კინემატოგრაფიულ მსოფლიო მოვლენებს ეხმიანება.



ავტორი: Mediamall.ge