24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-10-23 23:21:00 · 706 ნახვა

ვერძი
აზრთა სხვადასხვაობის გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. გაიუმჯობესეთ განწყობა. ეცადეთ არ გახდეთ სხვაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული. 

კურო
იყავით რაციონალური და ცივსისხლიან. სიფრთხილე გმართებთ ახალ პარტნიორებთან და მეგობრებთან. საღამოს მოერიდეთ ავანტიურულ და აზარტულ საქმიანობას. 

ტყუპი
უმნიშვნელო შეცდომის გამო ნუ დანაღვლიანდებით. ისწავლეთ შეცდომების გამოსწორება. დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეთ. საღამოს ნუ გახდებით მანიპულატორების მსხვერპლი. 

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან; მოერიდეთ ფულის ფლანგვას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. საღამო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. 

ლომი
საქმიან პარტნიორებთან მიმდინარე საკითხები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მოერიდეთ ავატიურას, რაც ფინანსურ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
ნურავის გამო ნუ გაიღებთ მსხვერპლს, ვერავინ დააფასებს თქვენს საქციელს. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ეჭვიანობას საყვარელი ადამიანის მიმართ. წარმატებისკენ მიიწევთ მცირე ნაბიჯებით და ყველა პრობლემას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. 

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას. იმედგაცრუება გელით საყვარელი ადამიანისგან. დაიცავით დიეტა, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. საღამო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ. 

მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. პარტნიორს ესაუბრეთ არგუმენტირებულად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას. 

მშვილდოსანი
იყავით დიპლომატიური და ტაქტიკური. შეიძლება გული აიცრუოთ საქმეზე, ადამიანზე. დაიცვით ოჯახური ტრადიცია. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
მოერიდეთ მასშტაბური პროექტების დაწყებას და დღე რუტინული საქმეების შესრულებას დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული, თვითკრიტიკული. განწყობას გაგიუმჯობესებთ მუსიკა, გამოცდილ ადამიანთან საუბარი. 

მერწყული
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მცირე უსიამოვნებაზე. ნუ გაფლანგავთ ფინანსებს. ფული არ დააბანდოთ საეჭვო საქმიანობაში. 

თევზები
ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. სიფრთხილე და დაკვირვებულობა სისულელეს არ ჩაგადენინებთ. საღამოს მეტად იმოქმედეთ გულით, ვიდრე გონებით.



ავტორი: Mediamall.ge