ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა
ამობეჭდვა · 2017-10-24 00:44:20 · 191 ნახვა

ფიფამ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში იმართება. 

პორტუგალიელი ფეხბურთელის კონკურენტები არგენტინელი ლიონელ მესი და ბრაზილიელი ნეიმარი იყვნენ.

მადრიდის "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. რონალდუ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა: მან 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული შარშანაც მოიპოვა.



ავტორი: Mediamall.ge