UNESCO-ს რეკომენდაციით, მცხეთის ჯვრის მონასტრის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
ამობეჭდვა · 2017-10-24 12:33:59 · 120 ნახვა

მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, რესტავრატორები დასავლეთ ფასადზე მუშაობენ, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, უძველესი ქვის ჩამოშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რთული კლიმატური პირობებია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გაწმენდითი სამუშაოები, ჩამოშლილი ფხვიერი ქვის გამაგრება და ბზარების ინექციის მეშვეობით შევსება იტალიელი რესტავრატორის სტეფანო ვოლტას კონსულტაციების მიმდინარეობს.

რესტავრატორები ტაძრის გარე ფასადზე სამუშაოების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ. მომავალი წლიდან კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, იუნესკო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მცხეთის ჯვრის მთავარი ტაძრის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს.



ავტორი: 1tv.ge