ჯაბა კანკავას რჩეული რონალდუ გახდა, ვლადიმირ ვაისის - მესი
ამობეჭდვა · 2017-10-24 13:41:00 · 136 ნახვა

ცნობილი გახდა ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ხმის მიცემისას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და კაპიტნის ჯაბა კანკავას არჩევანი.

ვაისმა პირველი ადგილი ლიონელ მესის მიანიჭა, მეორე - კრიშტიანუ რონალდუს და მესამე - ლუკა მოდრიჩს.
ჯაბა კანკავამ ზუსტად გამოიცნო პირველი სამეული: მისი პირველი ადგილი კრიშტიანუ რონალდუს ერგო, მეორე - ლიონელ მესის და მესამე - ნეიმარს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "პალადიუმში" გაიმართა ფიფა-სპრიზის - The Best-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2016-17 წლების საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.

 

წყარო



ავტორი: MediaMall.ge