სოლომონ კვირკველიას გუნდი რუსეთის პრემიერლიგის ლიდერი გახდა
ამობეჭდვა · 2017-10-24 13:43:00 · 141 ნახვა

რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის შემდეგ, გათამაშების ლიდერი მოსკოვის "ლოკომოტივი" გახდა, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია გამოდის.

ტურის ბოლო მატჩში მოსკოველებმა საკუთარ მოედანზე „კრასნოდარს“ უმასპინძლეს და 2:0 მოიგეს. გოლები ალექსეი მირანჩუკმა და მანუელ ფერნანდესმა გაიტანეს. კვირკველიამ 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა.

ლოკომოტივმა“ 29 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადავიდა. ის ბურთების უკეთესი სხვაობით სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უსწრებს.



ავტორი: MediaMall.ge