გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა
ამობეჭდვა · 2017-10-24 13:51:00 · 125 ნახვა

პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტური პლოცკის „ვისლასა“ და ვროცლავის „შლიონსკის“ მატჩით დასრულდა. „პლოცკმა“ კარგად ისარგებლა იმით, რომ სტუმრებს შეხვედრის პირველ ტაიმში ფეხბურთელი გაუძევეს და ათი კაცით დარჩნენ მოედანზე.

 

ამის შემდეგ, მასპინძლებმა „შლიონსკის“ კარში ოთხი გოლი გაიტანეს და 4:1 ერთი მოიგეს. მესამე გოლი საქართველოს ნაკრების შემტევის გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა. ეს ქართველის მეორე გოლია პოლონეთის „ექსტრაკლასაში“.


ამ გამარჯვებით, „ვისლა“ გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა.



ავტორი: MediaMall.ge