ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა
ამობეჭდვა · 2017-10-24 14:14:00 · 118 ნახვა

ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრიზის - The Best-ის დაჯილდოვების ცერემონია ლონდონში გაიმართა. 

 

2016-17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ. მან ამ ნომინაციაში ლიონელ მესი ("ბარსელონა") და ნეიმარი ("პარი სენ-ჟერმენი") დაამარცხა. პორტუგალიელისთვის ეს იყო მეხუთე გამარჯვება და ამ მაჩვენებლით მესის გაუთანაბრდა.
გალა-წარმოდგენაზე, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი იდრისელბა უძღვებოდა, სხვა ჯილდოების მფლობელებიც გამოვლინდა:


საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ლიკე მარტენსი (ჰოლანდია)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ჰოლანდია)
წლის საუკეთესო გოლი - ოლივიე ჟირუ ("არსენალი")
ფანების პრიზი - "სელტიკის" გულშემატკივრები
ფეარ პლეის პრიზი - ფრანსის კონე.
წლის სიმბოლური ნაკრები: ჯანლუიჯი ბუფონი - დანი ალვეში, ლეონარდო ბონუჩი, სერხიო რამოსი, მარსელო - ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლუკა მოდრიჩი - კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი.

დაჯილდოების ცერემონია პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.



ავტორი: MediaMall.ge