სერბეთმა საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ამობეჭდვა · 2017-10-24 16:00:00 · 120 ნახვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეები სერბეთის, გერმანიისა და ავსტრიის ეროვნული გუნდები იქნებიან. ჯგუფიდან გასვლის უმთავრესმა ფავორიტმა სერბეთმა მოახლოებულ მატჩებამდე გუნდის გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. 

სერბების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა 35 კაციანი სია დაასახელა, რომელშიც ევროლიგის კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებიც შევიდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა ევროლიგაში მოასპარეზე სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებებში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 27 ნოემბერს ბელგრადში, სწორედ სერბეთთან გამართავს. 

სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

სტეფან იოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნემანია ნედოვიჩი, მარკო გუდურიჩი, დრაგან მილოსავლიევიჩი, ნემანია დანგუბიჩი, ბრანკო ლაზიჩი, ვლადიმირ ლუჩიჩი, მარკო სიმონოვიჩი, ნიკოლა კალინიჩი, სტეფან ბირჩევიჩი, მილან მაჩვანი, ვლადიმირ შტიმაცი, ოგნენ კუზმიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, მიროსლავ რადულიცა, ოგნენ დობრიჩი, ალეკსა რადანოვი, სტეფან პენო, ვანია მარინკოვიჩი, ალეკსა ავრამოვიჩი, სტევან იელოვაცი, ნიკოლა იოვანოვიჩი, ნიკოლა რადიჩევიჩი, სავა ლეშიჩი, ნიკოლა რებიჩი, მილენკო ტეპიჩი, ნიკოლა იანკოვიჩი, ჯორჯე გაგიჩი, ივან მარინკოვიჩი, ივან პაუნიჩი, ილია ჯოკოვიჩი, დეიან ტოდოროვიჩი, გორან ჰუსკიჩი, დეიან მუსლი.



ავტორი: MediaMall.ge