25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-10-24 23:24:19 · 547 ნახვა

ვერძი
აკონტროლეთ ემოციები, ეჭვიანობა, აზარტი. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. 

კურო
ერთგულ და გამოცდილ პარტნიორთან ერთად შეუძლებელს შეძლებთ. მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს. 

ტყუპი
მოზომილად დახარჯეთ ძალა და ენერგია. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. აკონტროლეთ ემოციები. 

კირჩხიბი
ემოციებს აყოლილმა არ დაუშვათ შეცდომა, არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა. იდეების განხორციელების გამო ნუ გაიღებთ მსხვერპლს. 

ლომი
მოიმატებს ემოციურობა და მგრძნობელობა. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

ქალწული
მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, საქმიან პარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ გაღიზიანება და რისხვა კარგს არაფერს მოგიტანთ. 

სასწორი
საინტერესო საქმიანობას შემოგთავაზებენ უცხოელი პარტნიორები. მოერიდეთ აგრესიულობას. იყავით მეტად დაკვირვებული. 

მორიელი
მოერიდეთ ავანტიურას, აზარტს. განსაკუთრებით, თუ მენეჯერი, ბიზნესმენი ხართ. ფინანსური საკითხები ყურადღებით მოაგვარეთ. 

მშვილდოსანი
რომანტიკული ნიშნები საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად შეუძლებელს შეძლებენ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, კამათს ოჯახის წევრებთან. 

თხის რქა
შთაბეჭდილებების, მგზავრობის დღე გელით. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ შეეჭიდებით გრანდიოზულ პროექტებს. 

მერწყული
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. ნუ გადავარდებით ილუზიებში. 

თევზები
გამოიჩინეთ ზომიერება თვითშეფასებისას. მოერიდეთ სარისკო ქმედებას, აზარტს. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს. ზომიერება დაიცავით ყველაფერში.



ავტორი: Mediamall.ge