ლეო მესის შვილი კატალონიურ სიმღერას მღერის - VIDEO ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა
ამობეჭდვა · 2017-10-25 12:06:00 · 184 ნახვა

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლეო მესიმ ინსტაგრამზე შვილის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვი კატალონიურ საბავშვო სიმღერას "Joan Petit" მღერის. მესის პოსტი მისმა თანაგუნდელმა, ჟერარ პიკემ მოიწონა და კომენტარიც დაწერა. 

"არ დავუშვებთ, რომ კატალონიაში ჩვენმა ბავშვებმა ეს სიმღერა ვერ ისწავლონ" - წერს პიკე.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეა. 

“მე ვარ კატალონელი და ძალიან ვამაყობ ჩემი ხალხით. თუმცა, ესპანეთის ნაკრებში თამაშის გაგრძელებისთვის მზად ვარ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც არ ემხრობა იმ ქმედებას, რაც ხდება და მხარს უჭერს დემოკრატიას. თუმცა, თუ ხელმძღვანელობა ჩემში პრობლემას ხედავს, მზად ვარ ესპანეთის ნაკრები დავტოვო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე” - აცხადებს ფეხბურთელი. 

 

ფოტოზე: ჟერარ პიკე 


 

 



ავტორი: MediaMall.ge