ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-10-26 17:30:28 · 1257 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 27 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5496 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5317 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0179-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0111 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9813 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0298 გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3729 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.3520 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0209-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6762 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6785 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0023-ით გამყარდა.



ავტორი: mediamall.ge