თბილისის "დინამოს" ახალ ევროპულ ლიგაში თამაშს სთავაზობენ
ამობეჭდვა · 2017-10-27 10:45:00 · 539 ნახვა

თბილისის „დინამოს“ 2017 წელს ჩამოყალიბებული არაკომერციული ორგანიზაცია Mega League Foundation  ახალ ევროპულ ლიგაში თამაშს სთავაზობს. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ და სოციალურ გვერდებზე გავრცელდა.

„მეგა ლიგა” სამხრეთისა და აღმოსავლეთ ევროპის 17 ქვეყნის 42 საუკეთესო კლუბს გაერთიანებას და 2-დონიანი ჩემპიონატის ჩატარებას სთავაზობს: სეზონის შემდეგ პირველი ლიგის სამი აუტსაიდერი გუნდი მეორე ლიგაში დაქვეითდება, მათ ადგილს კი მეორე ლიგის სამი საუკეთესო დაიკავებს.

პირველ ლიგაში 20 კლუბი მიიწვიეს: რუმინეთის სამი კლუბი, ხოლო 2-2 - საბერძნეთის, ისრაელის, სერბეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, სლოვენიის, კვიპროსის, ერთი - მაკედონიის.

რანგით მეორე ლიგაში თამაშს კი 22 გუნდს სთავაზობენ: რუმინეთის კვოტა ოთხი კლუბია, ხოლო 2-2 - საბერძნეთის, ისრაელის, სერბეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ერთიც - ხორვატიის, საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, კოსოვოსა და მონტენეგროს.

პროექტის ავტორთა თქმით, ამ ტურნირით სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის გუნდების დონე გაიზრდება და დასავლეთ ევროპის ქვეყნების კლუბებთან კონკურენციას მაოხერხებენ. ორგანიზაცია გათამაშების დაწყებას კი 2019/2020 წლებისთვის გეგმავს. მათი დაანგარიშებით, სატელევიზიო უფლებებით მიღებული შემოსავალი 200 მილიონ ევროს გადააჭარბებს.



ავტორი: 1tv.ge