ბრალდებული პოლიციელები ათმეთაურის დავალებას ასრულებდნენ - ადვოკატი
ამობეჭდვა · 2017-10-27 13:38:00 · 348 ნახვა

პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დაკავებულთაგან, არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. 

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები - სადაღაშვილი და რუსიშვილი ასრულებდნენ დავალებას, რომელიც ათმეთაურ ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება. ადვოკატი ცინცაძე ფიქრობს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები პირიქით, კიდევ უფრო გაამყარებენ დაცვის მხარის პოზიციას. 

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

ძლიერი შეჯახების შედეგად, გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს გარდაიცვალა.



ავტორი: MediaMall.ge