თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
ამობეჭდვა · 2017-10-27 15:55:00 · 370 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაძი დატოვა. შესაბამისად, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. 

არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.  

 



ავტორი: MediaMall.ge