ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 2017-10-27 17:20:09 · 706 ნახვა

ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართული ვაჭრობით ლარის ახალი გაცვლითი კურსები დაადგინა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5612 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5496 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0116 ლარი შეადგინა.

1 ევროს ღირებულება კი 2.9766 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0111 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0345 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.



ავტორი: mediamall.ge