გადაცემა “ილუზიონი“ პირველი არხის ეთერში ბრუნდება (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-10-27 19:21:03 · 611 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ გადაცემა „ილუზიონი“ ბრუნდება. როგორც გადაცემის პრომოშია ნაჩვენები, გადაცემა შაბათს, 22:30 საათზე გავა ეთერში.

გადაცემის პრომოს მიხედვით, წამყვანები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია იქნებიან. 

„ილუზიონი“ პირველად ეთერში 1981 წლის 1 იანვარს გავიდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ოთარ სეფიაშვილი იყო, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლების ნიუ-იორკში, ემიგრანტობაში გაატარა. იგი 2014 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ავტორი: Mediamall.ge