ანა ურუშაძის "საშიში დედა" სინგაპურის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს
ამობეჭდვა · 2017-10-27 19:52:55 · 140 ნახვა

ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს. ამჯერად, ფილმი  სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. 

ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს პირველ დეკემბერს სინგაპურის ნაციონალურ მუზეუმში აჩვენებენ.

"საშიში დედა" ფსიქოლოგიური დრამაა, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნატო მურვანიძე ასრულებს. 50 წლის მანანას თავგადასავალი 2018 წლის ოსკარის უცხეონოვანი ფილმის კატეგორიაში იბრძოლებს



ავტორი: Mediamall.ge