რატომ ჩაუტარდა ნუცუბიძეზე გარდაცვლილ ახალგაზრდას ექსპერტიზა რუსთავში?
ამობეჭდვა · 2017-10-27 20:05:08 · 696 ნახვა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  25 ოქტომბერს, ქ.თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, პაატა პავლიაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით პირველ განამარტებას აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას ექსპერტიზა ჩაუტარა არა თბილისში, არამედ რუსთავში. ამის მიზეზად სამხარაულის ბიურო შენობაში არსებული ლიფტის სარემონტო სამუშაოებს ასახელებს. 

"აღნიშნულ ლიფტს, რომელიც მდებარეობს ჩვენი ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში უტარდება სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები. ამ სამუშაოს ჩატარების რეკომენდაციით მოგვმართა ლიფტების კომპანიამ 19 ოქტომბერს და გვთხოვა სწრაფი რეაგირება, რადგან შესაცვლელი იყო ლიფტის დეტალები, ამიტომ ლიფტი იყო გაჩერებული", - აცხადებენ უწყებაში.  

 



ავტორი: Mediamall.ge