თბილისის ცირკის შენობა იყიდება
ამობეჭდვა · 2017-10-28 12:01:00 · 977 ნახვა

თბილისის ცირკის შენობა იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე სააგენტო Colliers International Georgia ავრცელებს. აღნიშნული უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

"იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა ხუთ სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვადრატული მეტრია. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800 კვადრატული მეტრი ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის, მათ შორის, ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზისა და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, სააგენტოს საკუთარ გვერდზე ინფორმაცია ამის შესახებ მითითებული არ აქვს

წყარო



ავტორი: MediaMall.ge