ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-10-28 13:18:00 · 233 ნახვა

გონიო - კვარიათის აკვატორიაში, ზღვაში საზღვრის დაცვის კატარღამ კაცის ცხედარი იპოვა. ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ვინაობა უცნობია, ამიტომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ავტორი: MediaMall.ge