მედიის ცნობით, იტალიაში მომხდარ ინციდენტში საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა
ამობეჭდვა · 2017-10-28 13:24:00 · 1231 ნახვა

იტალიაში საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 39 წლის ქართველმა კაცმა საკუთარი ცოლი სასტიკად ცემა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. 

ნაცემი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება. ინციდენტი იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში მოხდა. 

ქართველ წყვილს 13 წლის ვაჟი ჰყავთ. პოლიციელები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოზარდმა დარეკა, რომ მისი მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ამაოდ ცდილობდა.

39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 



ავტორი: MediaMall.ge