ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, ტყიბულის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები იკვეთება
ამობეჭდვა · 2017-10-28 13:30:00 · 220 ნახვა

მინდელის სახელობის შახტში მოკვლევა მიმდინარეობს. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს. ამის შესახებ MediaMall.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

სპეციალისტებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 27 ოქტომბერს დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები.

შახტში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ  კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით  გრძელდება.

მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე მოკვლევის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლოზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე ხელმძღვანელობენ.



ავტორი: MediaMall.ge