განსაკუთრებული მადლობა დედას, რომელმაც ეს ლამაზი თამაში მასწავლა - ჩოგბურთელი კარიერას ასრულებს
ამობეჭდვა · 2017-10-28 14:48:00 · 180 ნახვა

შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. 

ამ ფაქტს მან Facebook-ზე სტატუსი მიუძღვნა. 

"თვალი გადავავლე ჩემს კარიერას და დაუჯერებელია, რომ ჩემი პროფესიული დებიუტი 23 წლის წინათ შედგა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ღირსეული წლები, როგორც პროფესიული, ასევე პირადი კუთხით. თუმცა ვფიქრობ, მოვიდა დრო, როცა უნდა წავიდე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა სპორტის ეს მშვენიერი სახეობა მრავალი წლის განმავლობაში. ჩოგბურთი ყოველთვის იყო ჩემი გატაცება და მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ ყველა გამოწვევისთვის, შესაძლებლობისთვის, პარტნიორობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც ჩოგბურთმა მომცა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა დედას, რომელმაც ეს ლამაზი თამაში მასწავლა. მადლობა ყველა სპონსორს, პარტნიორს, მოთამაშეს, ჩემს გუნდს, მეგობრებსა და ოჯახს მუდმივი მოტივაციისთვის. და რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ - ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდით რთულ პერიოდში და ზეიმობდით ტრიუმფს ჩემთან ერთად. თქვენ და თამაშისადმი სიყვარული მაიძულებდა, დავბრუნებულიყავი. ეს არ არის დამშვიდობება - როგორც ისტორია აჩვენებს, მე არ შემიძლია, შორს ვიყო ჩოგბურთისგან დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ, ველოდები ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს - მჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის - მე განვაგრძობ ჩემი გამოცდილების გაზიარებას".  

ჰინგისი ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე 1994 წლიდან თამაშობდა. მას ერთეულთა თანრიგში რეიტინგის პირველი პოზიცია 1997 წელს ეკავა. ჯამში, დიდი სლემის 25 ტიტული აქვს მოგებული (ერთეულთა თანრიგი – 5, წყვილები - 13, შერეული წყვილი – 7).

2017 წელს ჰინგისმა დიდი სლემი სამი ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

37 წლის შვეიცარიელი მესამედ ასრულებს კარიერას. ჩოგბურთელი ორჯერ (2002 და 2007 წლებში) წავიდა, თუმცა დაბრუნდა. 

 



ავტორი: MediaMall.ge