პეკინზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-10-28 18:19:39 · 799 ნახვა

თბილისში, პეკინის გამზირზე ავტომობილი ქვეითს გზის გადაკვეთისას დაეჯახა. 

დაშავებული მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულმა სხეულის დაზიანება მიიღო. სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.



ავტორი: MediaMall.ge