ქედაში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ
ამობეჭდვა · 2017-10-28 21:46:17 · 1793 ნახვა

ქედაში ექსკურსიაზე მყოფი 6 ბავშვი მიკროავტობუსიდან გადმოვარდა და დაშავდა. დაშავებულები ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფმა ბავშვებმა კარის გასაღებ ღილაკს შემთხვევით დააჭირეს ხელი.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

 



ავტორი: Mediamall.ge