ბიძინა ივანიშვილს ყოფილი მეუღლე უჩივის
ამობეჭდვა · 2017-10-29 00:33:17 · 2101 ნახვა

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლის, ინგა პავლოვას სარჩელს, პარიზის სასამართლო სამი თვის ვადაში განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2“ ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით, ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ ივანიშვილის კანონიერი ცოლია და ექს-პრემიერმა განქორწინება ყალბი დოკუმენტების საშუალებთ გააფორმა იმისთვის, რომ პირველი ცოლისთვის წილი არ გადაეხადა.

ინგა პავლოვას ადვოკატის თქმით, რომ თაღლითობისა და დოკუმენტების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად ვერსალის პოლიციაში მიმდინარეობდა, თუმცა, ახლა საქმის მასალები პარიზის პოლიციას გადაეგზავნა, რომელიც გამოძიებას თითქმის ასრულებს.

„ვერსალიდან საქმე პარიზში გადმოაგზავნეს იმის გამო, რომ შესაძლო დანაშაული - დოკუმენტების გაყალბება, ჩადენილია პარიზში. ახლა პოლიცია აწარმოებს გამოძიებას. ნელი ტემპით, მაგრამ სწორი გზით მიდიან. ჩვენ მოვითხოვთ განქორწინების აქტი ივანიშვილსა და პავლოვას შორის ბათილად იყოს ცნობილი და დაიწყოს ეს პროცესი თავიდან, რა დროსაც ჩემი კლიენტი ისარგებლებს ყველა უფლებით, რაც განქორწინების დროს ფრანგული კანონმდებლობით ენიჭება. რთულია განსაზღვრო კომპენსაციის ზუსტი ოდენობა. თუ ჩვენთვის დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაინიშნება ექსპერტი, რომელიც შეისწავლის, მაშინ რა ქონებას ფლობდა და შემდგომში რა შეიძინა ან რა დაკარგა, შეიძლება ეს ძალიან დიდი თანხა იყო“, - აცხადებს ადვოკატი.

 



ავტორი: Mediamall.ge