იტალიაში, საკუთარი ცოლის ცემისთვის ქართველი მამაკაცი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-10-29 09:05:40 · 212 ნახვა



იტალიაში 39 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც საკუთარი ცოლი სასტიკად ცემა. ამის შესახებ ინფორმაციას presa.ge, იტალიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას დაზიანებები გულმკერდის არეში აღენიშნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი იტალიაში, რომის გარეუბან ოსტიაში მოხდა. ქართველ წყვილს 13 წლის ვაჟი ჰყავთ. პოლიციელები სწორედ მან გამოიძახა - საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა და განაცხადა, რომ მისი მშობლები ჩხუბობდნენ და ის მათ გაშველებას ვერ ახერხებდა.

39 წლის მამაკაცი რეჯინას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.



ავტორი: Mediamall.ge