ექსკურსიაზე დაშავებული ბავშვებიდან 4 საავადმყოფიში რჩება
ამობეჭდვა · 2017-10-29 13:15:00 · 241 ნახვა

ქედაში, ექსკურსიაზე დაშავებული 6 ბავშვიდან ოთხი საავადმყოფოში რჩება. ერთ-ერთს, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები აცხადებენ,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ხულოდან ბათუმში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტობუსის კარი გაიღო და ბავშვები გადმოცვივდნენ.  მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.



ავტორი: MediaMall.ge