ქუთაისში 13 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა
ამობეჭდვა · 2017-10-29 15:15:50 · 272 ნახვა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, რესტორან "ქალაქურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიკრო - ავტუბუსი 13 წლის გოგონას დაეჯახა.

"პირველს" თვითმხილეველბმა განუცხადეს, რომ გოგონა გზაზე გადარბოდა, რა დროსაც მას "რუსული ნომრების" მქონე  მიკროავტობუსი დაეჯახა.

ადგილზე თვითმხილველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მედიკოსებმა მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.



ავტორი: PIA.GE