ISIS-ი ბრიტანეთის პრინცის, ჯორჯის მოკვლას გეგმავდა
ამობეჭდვა · 2017-10-29 18:23:27 · 826 ნახვა

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დიდი ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის წევრის მოკვლას გეგმავდა. საუბარია, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის 4 წლის ვაჟზე, პრინც ჯორჯზე. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა mirror-ი წერს.

როგორც ირკვევა, ცნობა იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის პატარა წევრზე თავდასხმა მზადდებოდა, დაზვერვის სამსახურმა, სოციალურ ქსელში, მიმოწერისას მოიპოვა.

რადიკალი ისლამისტები მესენჯერში ადგენდნენ გეგმას, როგორ უნდა დასხმოდნენ თავს და მოეკლათ პრინც ჯორჯი ლონდონის სკოლაში.

გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჯორჯი მოსამზადებელ სკოლაში წელს სექტემბერში პირველად წავიდა. 

სამეფო ოჯახის 4 წლის წევრი Thomas's Battersea-ს სკოლაში სწავლობს, სადაც განათლების მიღება წელიწადში 18 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს.

ჯორჯი სკოლაში მამამ, პრინცმა უილიამმა მიიყვანა. კემბრიჯის ჰერცოგმა უნიფორმაში გამოწყობილი ჯორჯი სკოლის ეზოში მასწავლებელს ჩააბარა.

4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდებიან. კემბრიჯის ჰერცოგინიას, ტოქსიკოზის გამო, ჯერჯერობით, ფოტო ობიექტივის წინ გამოჩენა არ შეუძლია. 



ავტორი: imedinews.ge