ეროვნული დრამატურგიის IV თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება
ამობეჭდვა · 2017-10-29 18:31:30 · 95 ნახვა

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ეროვნული დრამატურგიის IV თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. ფესტივალის საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რაფიელ ერისთავის პიეასაზე შექმნილი სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“.  სპექტაკლის რეჟისორია კახა გოგიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს, მესხეთის თეატრისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან 50 წელი გავიდა. ეროვნული დრამატურგიის მეოთხე ფესტივალის გახსნა, სწორედ, მესხეთის თეატრის საიუბილეო თარიღს - 10 ოქტომბერს დაემთხვა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 20 თეატრალური კოლექტივი; ფესტივალის ფარგლებში, სულ ნაჩვენები იყო 21 სპექტაკლი.

ეროვნული დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი, ქალაქ ახალციხის მერიისა და ,,რეჟისორთა ლიგის” ინიციატივით დაარსდა.   



ავტორი: mediamall.ge