ჩაქვის გვირაბთან ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ამობეჭდვა · 2017-10-29 22:14:00 · 473 ნახვა

ექვსი ადამიანი დაშავდა ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

პირველი არხის ცნობით, დაშავებულთაგან ორი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, ოთხი კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის. მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულს ქალა-ტვინის დაზიანება აღენიშნება. სხვა დაშავებულები, მედიკოსთა ინფორმაციით, კონტაქტურები არიან. 

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



ავტორი: MediaMall.ge