როჯერ ფედერერმა სეზონში მეშვიდე ტიტული მოიგო
ამობეჭდვა · 2017-10-30 00:22:00 · 152 ნახვა

შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მაჟორულ ნოტაზე ასრულებს 2017 წლის სეზონს. ლეგენდამ ცოტა ხნის წინ შანხაის „მასტერსი“ მოიგო, რის შემდეგაც მშობლიურ ბაზელში ჩავიდა და აქაც მთავარი პრიზის აღება შეძლო - ეს არის მეშვიდე ტიტული, რომელიც ფედერერმა მიმდინარე სეზონში მოიგო. 

ფედერერი ფინალში ტრადიციულ მეტოქეს, არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ხვდებოდა, რომელსაც ურთიერთ შეხვედრებში 17:6-ს ამარცხებდა. 

ფედერერმა მეცამეტედ ითამაშა ბაზელის ტურნირის ფინალში და მერვედ მოიგო ტიტული - 6:7 (5), 6:4, 6:3.



ავტორი: MediaMall.ge