აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა
ამობეჭდვა · 2017-10-30 08:58:00 · 149 ნახვა

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში მიეცემათ საშუალება, სრულიად უფასოდ ივარჯიშონ და ითამაშონ ფეხბურთი. 

პროექტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ქვეყნის ხუთ ქალაქში განხორციელდება. 

პირველი ღონისძიება 29 ოქტომბერს გაიმართა - მისი ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი „ვორიორსი" გახლდათ.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი თბილისის „დინამოს“ აკადემიის მოედნებზე ჩატარდა. მასში ხუთი გუნდი და 45 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 

დღესვე ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.



ავტორი: MediaMall.ge